მონებო! რუსებო! სირცხვილი! – ამ შეძახილებით შეხვდნენ „ოცნებას“ 9 აპრილის მემორიალთან – Netgazeti

„მონებო! რუსებო! სირცხვილი!“ – ამ შეძახილებით შეხვდნენ 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს.9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენამდე პოლიციამ კორდონი გააკეთა და ფიზიკურად მიწოლით ადგილზე მყოფი აქტივისტები და სინდისის პატიმრების მშობლები მემორიალიდან გადაწია, რითაც ისინი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს განარიდა.მიუხედავად ამისა, პოლიციის კორდონით შემოსაზღვრული აქტივისტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეძახილებით შეხვდნენ.აქტივისტებმა 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს. დილით ადგილზე დაპირისპირება იყო. 9 აპრილის მემორიალთან მისული უცნობი პირი აქტივისტებს „ნაცებოს“ ეძახდა. აქციის მონაწილეებს და უცნობ პირებს შორის ხმაური ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშივილი დააკავეს. ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს გაარკვიოს, რა მუხლითაა ის დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?