„რუსებო“, მონებო“, „გაიწვიეთ კანონი“ - ამ შეძახილებით პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან საპროტესტო აქცია დაიწყო
„რუსებო”, მონებო”, „გაიწვიეთ კანონი”- ამ შეძახილებით პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მომღერლები და მსახიობი.
შეკრებილები აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში იხილება.
“ესენი არიან რუსები, ესენი არიან ლაჩრები. არა ლაჩრებს! არა რუსულ კანონს! კაპიკებად ყიდით სამშობლოს”, სკანდირებენ აქციაზე მყოფი მოქალაქეები.
აქციაზე მყოფებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე წარმოდგენილი აქვთ ბანერები წარწერებით: “ გთხოვთ, დინოზავრებივით გადაშენდით”, “არა რუსულ კანონს”.
პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.