არქივი17 აპრილი, 2024, 11:07
„ვიბრძოლებთ ბოლომდე“, „რუსებო“, „მონებო“ - პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილები „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას შეძახილებით შეხვდნენ
„ვიბრძოლებთ ბოლომდე“, „რუსებო“, „მონებო“ - პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილები „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.
ამასთან, მათ 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაც დააანონსეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ “არა რუსულ კანონს”, “რუსებო”. “მონები ხართ, მონები”.
“ბრძოლას ვაგრძელებთ, არ ვიშლებით. 19:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ. ყველანი გარეთ. ”ქართულ ოცნებას” არ უნდა შერჩეს ჩვენი მომავლის დანგრევა, ვაპროტესტებთ ბოლომდე. არ დავიშლებით”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.