რუსებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა პოლიციელი, მისი ორი კოლეგა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქის მასიური დაბომბვის დროს რკინიგზის სადგურზე დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა ევაკუაციის მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, პოლიციამ ხალხის ევაკუაცია დაიწყო, რა დროსაც პოლიციის ლეიტენანტი გარდაიცვალა. კიდევ ორი პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, გამოეხმაურა.
“რთული დღეა. იყო მოხსენება ხერსონის დაბომბვის შესახებ. რუსეთის თავდასხმა რკინიგზის სადგურზე. საევაკუაციო მატარებელი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე