არქივი1 იანვარი, 2024, 16:56
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, საარტილერიო დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა 73 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კიდევ ერთი 50 წლის ქალი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.