ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, შევჩენკოვსკის რაიონში, 9-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა.
დარტყმა დაფიქსირდა სლობოდსკოს რაიონშიც, სადაც 5 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, რუსები დრონებით თავს დაესხნენ ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავსაც, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.