რუსებმა ხარკოვს დაარტყეს – არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას მართვადი საავიაციო ბომბები და დრონები გამოიყენეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა.
„დარტყმა ხარკოვის კიევის რაიონის საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა. არიან დაშავებულები“, – აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“