ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვს С-300 რაკეტებით დაარტყეს - დაიღუპა 6 და დაშავდა 16 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს 15-ჯერ მიაყენეს დარტყმა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ასევე ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მტერმა შეტევა С-300 რაკეტებით განახორციელა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
ამასთან, ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ოკუპანტებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და კომუნალური კომპანიის ერთ-ერთი განყოფილებას დაარტყეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.