ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ წელს სამუშაოს შესრულებისას 34 ადამიანი დაიღუპა, 347 კი დაშავდა

2023 წელს სამუშაოს შესრულების დროს 34 ადამიანი დაიღუპა, 347 კი დაშავდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი - 21 ადამიანი დაიღუპა მშენებლობისას, 8 ადამიანი დაიღუპა დამამუშავებელ მრეწველობის სექტორში დასაქმებული, 2 - მრეწველობაში, ერთი ადამიანი - საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ობიექტში, ერთი - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებულ ობიექტში, ერთი კი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დასაქმებული.
„საქსტატის“ მონაცემებით, შარშან სამუშაოს დროს გარდაცვლილებიდან 34-ივე იყო მამაკაცი.
რაც შეეხება დაზარალებულებს, საქსტატის ცნობით, შარშან სამუშაოს შესრულებისას 347 ადამიანი დაშავდა, აქედან ყველაზე მეტი - 74 ადამიანი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ობიექტში, 73 ადამიანი დაშავდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დასაქმებული, 57 ადამიანი - სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებული, 47 - მშენებლობაზე და ა.შ.
დაშავებულებიდან 247 იყო მამაკაცი, 100 კი ქალი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.