არქივი8 ნოემბერი 2024, 08:41
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 25 ადამიანი

რუსებმა ხარკოვი მართვადი ავიაბომბებით დაბომბეს, ნაწილობრივ გაანადგურეს მაღალსართულიანი შენობა, 25 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვსა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმები დაფიქსირდა ხარკოვის შევჩენკოვის და სალტოვის რაიონებში.
ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა აღნიშნა, რომ სალტოვის რაიონში, მაღალსართულიანი შენობიდან უკვე 25-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.