არქივი4 თებერვალი, 2025, 15:55
რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იუზმს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იუზმს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა იზიუმს დაარტყა. ამ ადგილას სამხედრო ობიექტი არ არის. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს“, - აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.
სინეგუბოვის ცნობით, რუსული ძალების მიერ იზიუმის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.