არქივი30 იანვარი, 2025, 10:36
აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი

American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი და აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ერთმანეთს რეიგანის სახელობის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა - არის მსხვერპლი.
ამ დროისთვის აეროპორტი დახურულია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ოფიციალური ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში სულ 64 ადამიანი იმყოფებოდა, 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში, რომელიც სასწავლო ფრენას ასრულდება, - 3 ჯარისკაცი.
CNN სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის გადარჩენილები ჯერ არ უპოვიათ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.