არქივი4 აპრილი, 2026, 11:30
რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს – დაშავებულია 11 ადამიანი
0
რუსებმა უკრაინის ქალაქ სუმს დაარტყეს – უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 11 ადამიანი, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
იერიშის შედეგად სუმის ცენტრში მრავალსართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულზე მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.