რუსებმა ნიკოლაევს დაარტყეს – დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნიკოლაევის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს – დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

მისი განცხადებით, დარტყმის ქვეშ მოექცა ვოსკრესენსკის თემი, სადაც „შაჰედების“ შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდი ბავშვია. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია და შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს.

ამასთან, 28 მარტის ღამეს რუსეთის ჯარებმა მასირებული იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზეც, სადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასწავლო დაწესებულებები და სამშობიარო სახლი.

გარდა ამისა, შეტევა განხორციელდა კრივოი როგზეც — ქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა სამრეწველო ობიექტი, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა