ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას Shahed-ის დრონებით შეუტიეს, უკრაინელმა სამხედროებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლებიც ოკუპირებული ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, - ციტირებს მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს.
მისი ინფორმაციით, საჰაერო შეტევა თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მიკოლაივისა და ხარკოვის ოლქებში მოიგერიეს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის სულ მცირე რვა დრონი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.