პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას 537 დრონით და რაკეტით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 537 დრონით და რაკეტით შეუტიეს

რუსებმა უკრანას 29 ივნისის ღამეს რეკორდული რაოდენობის - 537 დრონით და რაკეტით - შუტიეს, უკრაინელებმა 249 სამიზნე ჩამოაგდეს, 226 კი - ლოკაციურად დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 477 თავდასხმის დრონი გამოიყენეს, უკრაინელებმა 211 მათგანი ჩამოაგდეს, 225 კი - ლოკალურად დაიკარგა.
ამასთან, რუსებმა Х-47М2 „კინჯალის“ ტიპის 4 რაკეტა, „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის 7 ბალისტიკური რაკეტა, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის 41 ფრთოსანი რაკეტა და „კალიბრის“ ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
უკრაინელებმა „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის ერთი ბალისტიკური რაკეტა, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის 33 ფრთოსანი რაკეტა და „კალიბრის“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის ერთი რაკეტა კი ლოკაციურად დაიკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.