რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსებმა კიევის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლები, ავტომობილები და სასტუმრო, გაჩნდა ხანძარი, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ნიკოლაი კალაშნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
„ბელოცერკოვსკის რაიონში, ჩამოგდებული მტრის კუთვნილი სამიზნეებიდან ნამსხვრევების ცვენის შედეგად, სამ კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა კიდევ ერთი კერძო სახლი და სასტუმროს შენობა“, – აღნიშნა ნიკოლაი კალაშნიკმა.
მისივე თქმით, ბუჩანსკის რაიონში ოთხი კერძო სახლი და სამი ავტომობილი დაზიანდა. ბორისპოლის რაიონში კი ორ კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს

მიხაილ გალუზინი – თუ არ იქნება მზადყოფნა, რომ კიევის რეჟიმმა შეასრულოს ის შეთანხმებები, რაზეც მისი დასავლელი სპონსორები ჩვენთან შეთანხმდნენ, მაშინ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას