ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს, დაზარალდა ოთხი ოლქი

რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს, დაზარალდა ოთხი ოლქი

რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 108 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 55 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 30 დრონი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, მიკოლაივის, დონეცკისა და ჟიტომირის ოლქები.
შეგახსენებთ, შაბათს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში დღეიდან, 12 მაისიდან ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით უნდა ამოქმედებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.