ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას დრონებით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს - დაზარალდა სუმის და დონეცკის ოლქები

რუსებმა უკრაინას დრონებით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს - დაზარალდა სუმის და დონეცკის ოლქები

რუსებმა უკრაინას 116 უპილოტო საფრენი აპარატით და „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 42 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 21 დრონი იმიტატორი უარყოფითი შედეგების გარეშე ლოკალურად დაიკარგა.
რაკეტები სუმის ოლქის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს, დრონებით კი უკრაინას კურსკის, ორიოლისა, მილეროვოს ტერიტორიებიდან შეუტიეს.
თავდასხმის შედეგად სუმისა და დონეცკის ოლქები დაზარალდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.