ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას რაკეტებით და 110 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 46 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას რაკეტებით და 110 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 46 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას რაკეტებით და 110 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 46 დრონი გაანადგურა, 60 - ლოკაციურად დაიკარგა, 2 კი - ბელარუსში გაფრინდა, - ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაუყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა ხარკოვს С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან შეუტია, X-59/69 ტიპის ორი მართვადი რაკეტით კი რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვის ოლქიდან სუმის და ხარკოვის რეგიონებს დაესხა თავს, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკის და ბრიანსკის ტერიტორიებიდან კი 110 უპილოტო საფრენ აპარატი გაუშვა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაცით, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, ჟიტომირის, პოლტავას, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის ოლქებში.
საჰაერო შეტევა მოიგერიეს საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ავიაციამ, ელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.