არქივი25 მარტი, 2024, 04:41
რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ოდესის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერმა „ტელეგრამ“ არხზე განაცხადა.
მსხვერპლის და სხვა დაზიანებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
„მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია ოდესის ოლქს დრონებით. დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ოდესის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - აღნიშნა კიპერმა. მისი ინფორმაციით, დაზიანების ამოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.