არქივი22 ივლისი, 2025, 06:07
რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაზიანდა შენობები და ავტომობილები

რუსული ძალები ღამით ოდესას დრონებით დაესხნენ თავს, რის გამოც ქალაქში ხანძარი გაჩნდა და შენობები და ავტომობილები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობის მიუხედავად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: ადმინისტრაციული შენობაში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა ავტომობილები. საცხოვრებელ შენობებში ფანჯრები ჩამსხვრეულია“, - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.
მისი თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.