ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა და გემი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა კვლავ შეუტია ოდესას თავდასხმის დრონებით. თავდასხმის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი დაზიანდა. შესაბამისი სამსახურები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ“, - აცხადებს კიპერი.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, 22 დეკემბრის ღამეს, ოდესაში დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.