არქივი11 ნოემბერი, 2024, 10:11
რუსებმა ნიკოლაევს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ნიკოლაევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე და ნიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ასევე არასაცხოვრებელი შენობები. არიან დაშავებულებიც.
ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.