ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა კრივი-რიჰში სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულსა და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ცუდი ამბავია, მეტი დეტალი განგაშის შემდეგ გახდება ცნობილი. ყველა უკვე ადგილზეა. სამაშველო და სამედიცინო სამსახურები ადამიანების გადარჩენას ცდილობენ“, - წერს ვილკული „ტელეგრამ“ არხზე.
მოგვიანებით, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ობიექტი განადგურდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.