არქივი2 სექტემბერი, 2024, 21:39
ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 6 და დაშავდა 13 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაშავებულები საავადმყოფოებში დროულად გადაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ქაბულის პოლიციის სპიკერმა, ხალიდ ზადრანმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.