არქივი14 მაისი, 2026, 09:32
რუსებმა კიევს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი

რუსულმა ძალებმა წუხელ კიევს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დარნიცკის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ხალხია ჩარჩენილი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის დარნიცკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 16 ადამიანი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.