ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 11 ადამიანი

რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 11 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს.
დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდასხმას წინ უძღოდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადება, რაც გამოწვეული იყო რუსული MiG-31K გამანადგურებლების აფრენით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.