კიევზე დრონებით თავდასხმა იყო
22 დეკემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე დრონებით შეტევა იყო. იუწყებიან, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო დრონი სოლომენის რაიონში, რომლის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა, უკრაინული მედიას ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიაწოდა.
კიევის დროით შუაღამით, შესაბამის უწყებაში ცეცხლის გაჩენის შესახებ შევიდა შეტყობინება სოლომენის რაიონის იმ საცხოვრებელი სახლის ზედა სართულიდან, რომელსაც დრონის ნაწილები დაეცა.
კიევის მერის წინასწარი მონაცემებით არიან დაშავებულები, ორ ადამიანს სამედიცინო მომსახურება გაეწია, ერთი მათგანი კლინიკაში მოათავსეს, სხვას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
წუხელვე დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევის დარნიცის რაიონში. გოლოსეევის რაიონში კი ორსართულიანი დაუსრულებელი შენობის მეორე სართულზე ცეცხლი გაჩნდა, ხანძარი ლიკვიდირებულია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოგვიანებით უკრაინელმა მაშველებმა ჟურნალისტებს თავდასხმის ზოგი შედეგი უჩვენეს, სამ ბინაში დანგრეული კედლები
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.