ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი ავიაბომბებით დაბომბეს, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი ავიაბომბებით დაბომბეს, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

რუსული ძალები ზაპოროჟიეს ექვსი მართვადი ბომბით დაესხნენ თავს, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის განცხადებით, დარტყმის შედეგად შენობები ნაწილობრივ განადგურდა. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მიმდებარე სახლები დააზიანა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა მართვადი ბომბებით ექვსი დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 47 მაშველი და 10 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
ადგილზე მუშაობდნენ პოლიციელები, ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები, უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების სწრაფი რეაგირების განყოფილების მოხალისეები და სხვა შესაბამისი საქალაქო სამსახურები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.