რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა 3 ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით, მტერმა ზაპოროჟიეს შეუტია. კერძო საცხოვრებელ კორპუსებსა და სამრეწველო ფართებს დაარტყეს. დაშავდა 3 ადამიანი“, – წერს ივან ფედოროვი „ტელეგრამის“ არხზე.
ასევე, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთ რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც საწყობებში ხანძარი გაჩნდა.
მროჩკოს თქმით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“