არქივი7 ოქტომბერი, 2024, 22:38
რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია.
რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობა და ორი მანქანა დაზიანდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.