ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ოლქის ცენტრს სხვადასხვა ტიპის იარაღით დაარტყეს. მასიური იერიშის დროს რუსებმა ზაპოროჟიეზე სულ მცირე 12 დარტყმა განახორციელეს“, - აცხადებს ივან ფედოროვი.
ფედოროვის ცნობით, დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, 14 საცხოვრებელი კორპუსი და 40-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა, ასევე მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დნიპროზე მასიური შეტევა განახორციელეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.