ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს | არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ჰირნიკის კერძო საცხოვრებელ სექტორს დაარტყეს, შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 8. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შემთხვევის ადგილას მაშველებმა დაჭრილი ბავშვი იპოვეს, მას პირველადი დახმარება დაეწია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შენობის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარიც იპოვეს.
"სამუშაო დასრულებულია. საერთო ჯამში, დაბომბვის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, დაიღუპა კიდევ 2", - აცხადებენ სამსახურში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.