ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსები კიევს დრონებით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო თავდასხმა წუხელ მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს, კიევს დრონები ტალღებად, სხვადასხვა მიმართულებით მიუახლოვდნენ.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ეფექტური მუშაობის წყალობით, კიევამდე ვერც ერთმა დრონმა ვერ მიაღწია და საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის მისადგომებზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.