რუსები დონეცკის ოლქის დასახლებას თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი
რუსები დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელ უბანს თავს დაესხნენ, შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა
განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, მსხვერპლის უმეტესობა ნიუ-იორკის დასახლებაში იყო, რომელიც ფრონტის ხაზთან მდებარეობს – “რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას!” – განაცხადა ფალაშკინმა.
უკრაინის ხელისუფლება ფრონტის ხაზთან ახლომდებარე დასახლებებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 29 ივნისს მდინარე დნეპროს მეორე მხარეს, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაიჭრა. ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით კი, გუბერნატორ, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, 1 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.