ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„განახლებული ინფორმაციით, დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი (16 და 5 წლის) და ერთი ორსული ქალი. დაშვებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან“, - განაცხადა ოლეგ კიპერმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო დაწესებულება დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.