ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
ოლეგ კიპერის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც სატვირთო მანქანის მძღოლი და დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. ასევე, ერთი მეზღვაური დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 10 ივლისის ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით 4 მართვადი რაკეტა და 20 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელებმა 14 ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.