არქივი18 ნოემბერი, 2024, 17:56
რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია, ერთი ექიმი და ორი ადგილობრივი მცხოვრები“, - აცხადებს ოლეგ კიპერი.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსების მიერ ოდესაში ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შედეგად, 44 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.