ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა გაიზარდა

რუსების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილთა33-მდე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებენ.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის 33 დაჭრილი ადამიანის შესახებ არსებობს ინფორმაცია, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქალაქის მიმართულებით რუსებმა 6 ავიაბომბი გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთ ონკოლოგიურ დისპანსერს მოხვდა, სადაც მძიმედ დაიჭრა ერთი ექიმი. ამ მომენტისთვის ონკოლოგიური დისპანსერიდან დაშავებულთა ევაკუაცია დასრულებულია.
ფედოროვის თქმით, ეს საბოლოო მონაცემები არ არის, ვინაიდან სხვა ადგილებში კიდევ გრძელდება ნანგრევების გაწმენდა, რომელთა ქვეშ შეიძლება ხალხი იყოს მოყოლილი.
აქამდე, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსების ავიადარტყმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.