პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებისთვის ზაფხულში საინტერესო დასასვენებელი ადგილი თურქეთი, აფხაზეთი, საამიროები და ეგვიპტე იყო - АТОР

რუსებისთვის ზაფხულში საინტერესო დასასვენებელი ადგილი თურქეთი, აფხაზეთი, საამიროები და ეგვიპტე იყო - АТОР

რუსეთის ტურიზმის ასოციაციის (АТОР) ინფორმაციით, რუსებისთვის ზაფხულში საინტერესო თურქეთი, აფხაზეთი, საამიროები და ეგვიპტე იყო. მათივე ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების 90%-მა ზაფხულში 6 ქვეყანაში იმოგზაურა.
პირველ ადგილზე თურქეთია, რომელსაც სამ თვეში 2.75 მლნ რუსი ეწვია. რუსეთის მოქალაქეების ინტერესი ანტალიაზე გაიზარდა, რომელსაც რუსეთიდან 1.75 მლნ დამსვენებელი ეწვია.
მეორე ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთია, რომელსაც რუსეთის ტურიზმის ასოციაცია ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს. ოკუპირებულ ტერიტორიას ივნისი - აგვისტოს პერიოდში ერთი მილიონი ადამიანი ესტუმრა. სტატისტიკის მიხედვით, 45% კრასნოდარის ტერიტორიის კურორტებიდან ერთდღიანი ექსკურსიები იყო. მოგზაურების სტატისტიკაში ოკუპირებული აფხაზეთის წილი 19.4%-ია.
მესამეზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებია, რომელსაც რუსეთის 380 000 მოქალაქე ჩავიდა.
ხუთეულშია ასევე ეგვიპტე და ტაილანდი.
გარდა ამისა, ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, TOP-10 ქვეყანაში შედის საქართველო, აზერბაიჯანი და დსთ-ს ქვეყნები. მისი ინფორმაციით, ამ ქვეყნებზე ინტერესი 30%-ით გაიზარდა, ძირითადად საქართველოს და ნაწილობრივ აზერბაიჯანის მზარდი პოპულარობის გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.