პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში ტურისტების რაოდენობით აფხაზეთი მეორე ადგილზეა

“TASS-ის” ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ტურისტული ნაკადით აფხაზეთის (დე ფაქტო) რესპუბლიკა მეორე ადგილზეა 339,6 ათასი მოგზაურობით.
პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, რომლიდანაც ტურისტული ნაკადიც რუსეთიდან წლის პირველ ნახევარში 3,7-ჯერ გაიზარდა – 651,1 ათას მოგზაურობამდე. ამგვარად, ორი ქვეყნის ტურისტულმა ნაკადმა 1 მილიონი მოგზაურობის მაჩვენებელს (1,1 მილიონი) გადააჭარბა.
რუსეთში ტურისტული ნაკადების ლიდერი ასევე არის მონღოლეთი 163,9 ათასი მოგზაურობით. ტოპ 10-ში შევიდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, საქართველო, თურქეთი, გერმანია, ესტონეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლატვია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.