ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრი 2025 წლიდან გახდება

რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრი 2025 წლიდან გახდება

რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრი გახდება 2025 წლის 1 იანვრიდან. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. ევროკავშირის საბჭომ 12 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე საბოლოო თანხმობა უნდა მისცეს ქვეყნის სრულ ინტეგრაციას.
31 მარტიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის ნაწილი გახდნენ. თუმცა, ამ დროისთვის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც საზღვრებს კვეთს აეროპორტებითა და საზღვაო პორტებით, სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი შენარჩუნებულია.
შენგენის ზონა 1985 წელს შეიქმნა. ამჟამად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, კვიპროსის და ირლანდიის გარდა, შენგენის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.