ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
„დიდი გამარჯვება ბულგარეთის, რუმინეთისა და მთელი ევროპისთვის!“ - წერს ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელში.
ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სახმელეთო სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დღეს დაუჭირეს.
ცნობისთვის, შენგენის ზონა 29 სახელმწიფოს აერთიანებს. ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2007 წლიდან არიან, შენგენის ზონას ნაწილობრივ 2024 წლის მარტში შეუერთდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.