ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატი ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატი ლიდერობს

რუმინეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, „სოციალ-დემოკრატი“ მარსელ ჩიოლაკუა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბიულეტენების 95,43%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯორჯესკუმ ამომრჩევლების ხმების 22,18%-ი მიიღო, მარსელ ჩიოლაკუმ კი - 20,3%-ი.
ამასთან, მესამე ადგილზეა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, ხმების 17,94%-ით და მეოთხეზე - ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯ სიმონი ხმების 14,18%-ით.
არჩევნებში სულ 13 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტური 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.