არქივი22 მაისი, 2025, 14:40
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო სიმიონის შუამდგომლობა არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, ჯორჯე სიმიონის მოთხოვნა არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამის შესახებ მედიასაშუალება Digi24 იტყობინება.
მსჯელობის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად უარყო არჩევნების გაუქმების მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო.
მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და უკვე ეცნობა ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.