რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატის სარჩელი უარყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სასამართლოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მსჯელობის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების გაუქმების მოთხოვნა ერთხმად უარყო. გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
შეგახსენებთ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემებით, დენმა ხმების 53.60% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯ სიმიონმა 46.40%.
ჯორჯ სიმიონმა 19 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოში შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
„არჩევნებს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ იგივე მიზეზებით, რის გამოც მათ დეკემბერში გააბათილეს. ახლა საფრანგეთის, მოლდოვისა და სხვა აქტორების მიერ ჩარევის უდავო მტკიცებულებები გვაქვს, რაც ორკესტრირებული ძალისხმევა იყო, რათა მომხდარიყო ინსტიტუტების მანიპულირება, მედია ნარატივების მართვა, და, საბოლოო ჯამში, ისეთი შედეგის თავს მოხვევა, რომელიც რუმინელი ხალხის სუვერენულ ნებას არ ასახავს“, – განაცხადა სიმიონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია