ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუმინეთის პრეზიდენტი - მზად ვარ, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის გაგზავნის საკითხი განვიხილო

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის შესაძლო გაგზავნის საკითხი განიხილოს.
მედიის ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, იოჰანისმა განაცხადა, ბოლო კვირებში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდება.
”პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს ახსენა ჩვენს შეხვედრაზე და მე ვთქვი, რომ მზად ვარ დისკუსიისთვის. ეს საკითხი თავდაცვის უმაღლეს საბჭოში უნდა განვიხილო, რათა ვნახოთ, რისი შეთავაზება და სანაცვლოდ რისი მიღება შეგვიძლია, რადგან მიუღებელია რუმინეთის დატოვება საჰაერო თავდაცვის გარეშე“, - განაცხადა იოჰანისმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.