რუბიო პალესტინის აღიარებაზე მაკრონის გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებს.
რუბიოს თქმით, აშშ საფრანგეთს არ ეთანხმება.
“ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში გაწვნაა”, – წერს რუბიო X-ზე.
მაკრონის თქმით, სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.