ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ემანუელ მაკრონი ძალიან კარგი ადამიანია, ის მომწონს, მაგრამ პალესტინის სახელწმიფოს აღიარებაზე განცხადებას წონა არ აქვს - ეს არაფერს შეცვლის

დონალდ ტრამპი - ემანუელ მაკრონი ძალიან კარგი ადამიანია, ის მომწონს, მაგრამ პალესტინის სახელწმიფოს აღიარებაზე განცხადებას წონა არ აქვს - ეს არაფერს შეცვლის

საფრანგეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას კონფლიქტზე გავლენა არ ექნება. ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ პარიზი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
“ნახეთ, ის განსხვავებული ტიპის ადამიანია. ის კარგია. გუნდური მოთამაშეა, საკმაოდ. კარგი ამბავია: მნიშვნელობა არ აქვს ის რას ამბობს. ეს არაფერს შეცვლის…
მათ განცხადება გააკეთეს, საფრანგეთმა, მაკრონმა. განცხადებას არავითარი წონა არ აქვს. ძალიან კარგი ადამიანია. მომწონს ის. მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს,” - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.